weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2020

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიიღო.

ევროპარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა. ბრიუსელში გამართულ კენჭისყრას 521 მომხრე და 75 წინააღმდეგი ჰყავდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში, სავარაუდოდ ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმა, რომელმაც 70-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, „კაცობრიობის შეურაცხყოფად“ შეაფასა.

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს „იდიოტი მართავს“. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ეს განცხადება ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენელმა აბი ალ-ჰასან ალ მუჰაჯერმა გუშინ გააკეთა.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე მეტ შემოსავალს გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული იღებს. 2016 წელს მის მიერ გამგებლის თანამდებობაზე მიღებული შრომის ანაზღაურება მხოლოდ 33 062 ლარი იყო, თუმცა ბიზნესიდან შემოსავალმა 900 000…

სირიის პროვინცია იდლიბში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად სულ მცირე 58 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი დაიღუპა. დაჭრილთა რიცხვი კი რამდენიმე ათეულის შეადგენს. უცხოური მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ ქიმიური თავდასხმა სირიის სამთავრობო…

თურქეთის უშიშროების ძალებმა 18 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სირიიდან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. დაკავებულებს შორისა არის წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის მოწყობას გეგმავდა.

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. რუსეთის მთავარი პროკურატურის განცხადებით, მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

2 აპრილს, სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის თავმჯდომარე მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 49,12% (771 247 ხმა) მიიღო.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში სუფისტური ტაძრის მეთვალყურემ 20 ადამინი აწამა და ცემით მოკლა. მკვლელი აბდულ ვაჰიდია. 4 მომლოცველი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]