საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„2012 წლიდან ჩართული ვარ საარჩევნო კამპანიებში და ვგრძნობ, თუ როგორი სიტუაციაა. სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა 57-58 პროცენტით მოიგოს არჩევნები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ…
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, შემაშფოთებელია ის ბრალდებები და რიტორიკა, რომელიც პოლიტიკოსების მხრიდან მათ მიმართ ბოლო პერიოდში…
„რუსთავის აზოტიდან“ გათავისუფლებულმა 56 თანამშრომელმა დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო. საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანების ინფორმაციით, სს „რუსთავის აზოტს“ მათი სამსახურში აღდგენა და 22 თვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაევალა.
სინუსი, ცხვირის ღრუს დანამატი წიაღი, ჰაერით სავსე ღრუა, რომელიც მდებარეობს ქალას ძვლებში - თვალბუდის უკან, ზემოთ და ქვემოთ. ცხვირის ღრუს ის ვიწრო გასავლით უკავშირდება და მისი ფუნქციაა გაფილტროს და გაათბოს…
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შსს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად არის მობილიზებული.
პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ნების გამოხატვის თავისუფლებას 20 ათასი დატრენინგებული და სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ადამიანი უზრუნველყოფს.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, „ევროპული საქართველოს“ ქედის ორგანიზაცია ხუთმა წევრმა დატოვა. როგორც ისინი ამბობენ, პარტიის დატოვების მიზეზი „ევროპული საქართველოს“ მიერ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა გახდა.
ირანში მდებარე ქერმანშაჰის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვართან მოხდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორის ვასო ურუშაძის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზრიდან გაშვებას გეგმავს. როგორც ურუშაძემ განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11