weather cur horoscope tv
ივნისი 16, 2025

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის წევრ შოთა ხაბარელს დამკვირვებლის სტატუსი გაუუქმა. ხაბარელი საპრეზიდენტო არჩევნებს სამგორის N86 უბანზე აკვირდებოდა.

„ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდ განვითარებას, ხვალინდელ დღეს. წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. მოგვენატრა ყოველდღიური მუშაობა,რომელსაც ხვალიდან შევუდგებით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა…

15:00 საათისთვის აქტივობა 38.8% იყო

ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 16:44

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 38.8 % შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 363 493 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა - 49.6 % (9785 ამომრჩეველი) ხარაგაულში დაფიქსირდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მათმა დამკვირვებლებმა ზუგდიდში, საარჩევნო კომისიის წევრზე სავარაუდო მუქარის შემთხვევა დააფიქსირეს.

პარტია „ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მათ წარმომადგენელს, სიმონ პარუნაშვილს ავტომობილის საბურავები დაუჭრეს. ოპოზიცია მომხდარს მათი წევრების დაშინების მცდელობად აფასებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ჩინეთში ქიმიურ ქარხანასთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა და 22 კი დაშავდა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ჰებეის პროვინციაში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისში მისცა და იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ.

ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრისტიანო რონალდო თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას უკვე ახდენს. იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში მან 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. მრავალი რეკორდისა და პირადი…

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან არჩევნებზე ხმა ყველაზე ევროპელ კანდიდატს და ღიმილიან საქართველოს მისცა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში 45 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს მოხდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]