weather cur horoscope tv
ივნისი 16, 2025

ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე ქვეყნის პოლიციამ ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდო დე ასის მორეირას, იგივე რონალდინიოს, ძვირფასი ნივთები - ავტომობილები, ნახატები, სნუკერის მაგიდა და პასპორტი ჩამოართვა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რასა იუკნევიჩიენე მიიჩნევს, საქართველოს მოსახლეობისთვის სესხების განულების დაპირება ამომრჩევლის მოქრთამვაა.

„ჩვენი რეგიონები უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი, განვითარებული, მათ უნდა ჰქონდეთ მოწესრიგებული პირველადი ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომობა ყველა სახელმწიფო სერვისზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წნორში, საზოგადოებრივი ცენტრის…

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს.

პრესტიჟული გერმანული გამოცემა Der Spiegel წყაროზე დაყრდნობით სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს. მისი ცნობით, მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი დოპინგ ტესტზე ორჯერ ჩავარდა, მაგრამ UEFA-მ სკანდალისგან თავის არიდების მიზნით, ეს ყველაფერი არ…

ევროლიგის მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას კლუბმა „სასკი ბასკონიამ“ ათენის „პანათინაიკოსი“ 86:77 დაამარცხა, ქართველი კალათბურთელი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

ბრიტანეთის იმპერიის ორდენი კიდევ ერთმა ცნობილმა მსახიობმა მიიღო. ბუკინგემის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე საპატიო ჯილდო სერიალ „ექიმი ჰაუსის“ ვარსკვლავ ჰიუ ლორის პრინცმა ჩარლზმა გადასცა.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯარს მიმართა. ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული ჯარის ერთიანობის, ნეიტრალიტეტისა და სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ხელყოფას ვერავინ შეძლებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Vivus-სა და „ქართუ“ ფონდს შორის შეთანხემა მიღწეულია. ამის შესახებ მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის, ლავას ოღლის, იგივე მინდია გორაძის თურქეთის საპყრობილიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]