საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. მათი განცხადებით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას უკავშირდება.
„ქართული მარში“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას გამორიცხავს, თუმცა, ამავე დროს „თავისუფალ არჩევანს“ აცხადებს. მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, ვისაც სურს, შეუძლია მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს.
რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, 2018 წლის ლიბერტადორესის თასის ფინალის განმეორებითი მატჩი გადაიდო. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის შედგება არგენტინულ „სუპერკლასიკოდ“ წოდებული „რივერ პლეიტისა“ და „ბოკა ხუნიორსის“ შეხვედრა, მაგრამ სავარაუდო თარიღად 8 დეკემბერი სახელდება.
საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, წინა ხელისუფლების დროს ანაკლიაში დაწყებული ყველა პროექტი შეჩერდა.
ხარაგაულის რაიონში მცხოვრები კობა და გელა კვინიკაძეები პოლიციის უფროსს და მის თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. კვინიკაძეების თქმით, დავით მჭედლიძის ბრძანებით ისინი უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგაც პოლიციის შენობაში დაახლოებით ერთი საათის…
2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული პოლონეთის წარმომადგენელი როქსანა ვენგელი გახდა სიმღერით “Anyone I Want To Be“. 13 წლის პოლონელმა კონკურსანტმა 215 ქულა მიიღო, საქართველოს წარმომადგენელი თამარ ედილაშვილი კი…
25 ნოემბერს, სუმოში კიუსიუ ბაშოს დასკვნით დღეს ტოჩინოშინმა დასანანი მარცხი იწვნია შოჰოზანის წინააღმდეგ, თუმცა წლის უკანასკნელი სუპერტურნირი დადებითი ბალანსით (8:7) დაასრულა და ოძეკის წოდება შეინარჩუნა. ამას გარდა ლევან გორგაძემ ჯილდოდ…
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას საქართველოსთვის სტაბილურობა სურს. როგორც მან „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ქვეყანას რევოლუცია და ერთმანეთს შორის დაპირისპირება აღარ სჭირდება.
თბილისში, მუხიანში, სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.
თორნიკე შენგელიას „სასკი ბასკონიამ” ესპანურ ლიგა ენდესაში სტუმრად „ობრადოირის” ანგარიშით 81:74 სძლია, ქართველი კალათბურთელი კი მატჩის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11