weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, გარკვეულ საბანკო დავალიანებებზე შესაძლოა ამნისტია გამოცხადდეს. ქობულიას თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებას 19 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოაცხადებს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ფერმერის დღე აღინიშნა, სადაც წარმატებული ფერმერები დააჯილდოვეს. ნომინაციაში „ახალგაზრდა ფერმერი ქალი 2018“ გამარჯვებული მეღვინე ქეთო ნინიძე გახდა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, რასაც სპეციალური შტაბი ახორციელებდა აჭარასა და გურიაში, დასრულებულია. მავნებლის  წინააღმდეგ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით, აჭარასა და გურიაში წელს ჯამში 205 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი…

„საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. შავი სიის პრობლემის მოგვარების გზაზე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. ავტომობილი, რომელსაც გიორგაძე მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან ბაღებში გადავიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამავე უწყების თანამშრომლის, ოთარ გაბუნიას დაკავების თაობაზე „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. სუს-ის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მედიით დასახელებული პირები, კერძოდ, სუს-ის თანამშრომელი ოთარ გაბუნია და…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 14 წლის ბიჭის დაჭრის საქმე გახსნილია. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია „საქნახშირის“ დირექტორი ჯამბულ ჯაყელი მეშახტეებს აიძულებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პარაძიუდოისტმა, 2016 წლის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა გიორგი გოგოჭურმა 100 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ბათუმში 14 წლის ბიჭი დაჭრეს

შაბათი, 17 ნოემბერი 2018 23:24

ბათუმში, მოზარდებს შორის შელაპარაკების შედეგად, 14 წლის ბიჭი დანით დაჭრეს. არასრულწლოვანს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]