საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პარაძიუდოისტმა, 2016 წლის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა გიორგი გოგოჭურმა 100 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ბათუმში, მოზარდებს შორის შელაპარაკების შედეგად, 14 წლის ბიჭი დანით დაჭრეს. არასრულწლოვანს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები ანგარიშით 27:19 დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ ჯამში სამი ლელო დადეს, საუკეთესო მოთამაშედ კი თამაზ მჭედლიძე დასახელდა.
ევროპის პარლამენტის 27 წევრი ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ-მაღაზია Amazon-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეფ ბეზოსს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საბჭოთა თემატიკაზე შექმნილი საქონლის, მათ შორის ტანსაცმლის, დროშებისა და სამახსოვრო ნივთების გაყიდვა.…
პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, იხუმრა, როდესაც ხატია ბუნიათიშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „48 საათი საქართველოში“ პოსტერი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გააზიარა და პიანისტს მადლობა გადაუხადა.
ბრაზილიის ქალაქ პელოტასში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი, ჟურნალისტი, ილუსტრატორი და დიზაინერი ალდირ გარსია შლეე - ადამიანი, რომელმაც ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების საყოველთაოდ ცნობილი ყვითელი ეკიპირება „კამიზა კანარინიო“ მოიგონა.
საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის პიარსპეციალისტები, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„საგანგებო სიტუაციების სამსახურის განვითარებას ჩემი პირადი და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ჩვენ გავზარდეთ უწყების ბიუჯეტი და 2020 წლამდე თბილისი ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანებით დაკომპლექტდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც მეხანძრე-მაშველებს მთავრობის…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ვ.გ. ფოთში დააკავეს.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დასკვნით, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა გასცა. ამის შესახებ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11