weather cur horoscope tv
ივნისი 15, 2025

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. პრეზიდენტობის კანდიდატმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მასსა და…

ქუთაისში მდებარე N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი, 25 წლის ემილ ხოფერია გარდაცვლილი იპოვეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, 15 ნოემბერს, დაახლოებით 3:30 საათზე, მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ინიციატივითა და Institut Français de Géorgie-ს ხელშეწყობით, 30 ნოემბერს საქართველოს ფრანკო-ბელგიელი მწერალი ერიკ-ემანუელ შმიტი ესტუმრება. მწერლის მკითხველთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2019 წელს, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (IFAD) ერთად, მესაქონლეობის მასობრივი, საყოველთაო მოდერნიზაციის პროგრამები დაიწყება.

ინგლისის ნაკრების ექს-კაპიტანი და მთავარი ბომბარდირი უეინ რუნი ეროვნულ გუნდს შეერთებული შტატების ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში დაემშვიდობა. შეხვედრაში რუნიმ ნაკრების მაისური 120-ედ მოირგო და ჰარი კეინმა მას კაპიტნის სამკლაურიც სიმბოლურად დაუთმო.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრიდან 106-ე კილომეტრამდე (კორშა-შატილი) ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.  

UEFA-ს ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ანდორასთან გამართა და ფრედ 1:1 ითამაშა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მიმდინარე ერთა ლიგაზე პირველი გოლი გაუშვა და პირველად დაკარგა ქულები.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული მონაკვეთი უღვირის უღელტეხილზე იწყება და სოფელ იფარამდე მიდის.

სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი − წამლის სააგენტო დაფუძნდება. შესაბამისი დადგენილება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან (ფოსტა) – 107-ე კილომეტრამდე (კობი) ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]