weather cur horoscope tv
ივნისი 26, 2024

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თურქეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავეს. სამინისტროს ცნობით, ლავასოღლის დაკავება თურქეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა.

საქართველოს ფოსტის მომხმარებლები თიბისი ბანკის პროდუქტებისა და მომსახურების მიღებას უკვე საქართველოს მასშტაბით მდებარე ფოსტის ყველა სერვისცენტრში შეძლებენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტუნარიან გარემოში წარემართათ.

ესპანეთის პოლიციამ ანტინარკოტიკული ოპერაციის შედეგად კოლუმბიიდან ტრანსპორტირებულ ბანანებში დამალული ექვს ტონამდე კოკაინი აღმოაჩინა. ქალაქ მალაგაში ჩატარებული სპეცოპერაციისას 15 ადამიანი დააკავეს.

„ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, დიდი ალბათობით, მაგრამ არა აუცილებლობით, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება იქნება, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში აიღებს იმ საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს", - განაცხადა „ქართული…

სამართალდამცველებმა თბილისსა და მარნეულის რაიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 5 პირი დააკავეს, რომელთაც ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებასა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვაში.

ქართველი კლასიკოსი პოეტისა და მწერლის, ვაჟა-ფშაველას პოემების წაკითხვა ამიერიდან ინგლისურენოვან მკითხველებსაც შეეძლებათ.

პარტია „ქართული ოცნების“თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ის ადამიანები გააკრიტიკა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს აქცენტს უწუნებენ. ივანიშვილის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი ხიბლი სწორედ ზურაბიშვილის აქცენტს აქვს. 

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ ქუთაისში, მუხრანის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებაა დაგეგმილი, მერხი და დაფა მიიტანეს. მათ სიმბოლურად…

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რუსთავში საფეხბურთო აკადემია გახსნა, სადაც ამ ეტაპზე დაახლოებით 60 ბავშვი იცხოვრებს და ისწავლის. სპორტული აკადემიის გახსნას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი ობიექტების მშენებლობა ყველა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]