weather cur horoscope tv
ივნისი 26, 2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში, №32 საარჩევო უბანზე კენჭისყრის პროცედურა დაახლოებით ერთი საათი შეფერხებული იყო. როგორც „რეგინფოს“ №81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გელა ხახნელიძემ უთხრა, შეფერხება ბიულეტენებზე არსებულმა ხარვეზმა გამოიწვია.

გიორგი ჩაკვეტაძე საკლუბო დონეზე დიდებულ ასპარეზობას აგრძელებს. 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატის მატჩში დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„გვაქვს წინასწარი ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებების შესახებ. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი წარმომადგენლებისთვის თითოეულ საარჩევნო უბანზე დავალებული აქვს არანაკლებ 10 საჩივრის დაწერა. ასევე, დაგეგმილია უბნებზე…

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, ყველა რეგიონში შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და დაიცავენ მართლწესრიგს.

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის 19 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის 19 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის…

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ეგზიტპოლის შედეგები არ გააყალბოს, ვინაიდან „მათ ტყუილს ექნება მოკლე, კერძოდ, რამდენიმესაათიანი ფეხები“.

13 ნოემბერს მოსკოვში კონცერტი „ქართული სიმღერის საღამო“ გაიმართება, რომელშიც „ქართული და რუსული ესტრადის ვარსკვლავები“ მიიღებენ მონაწილეობას. ორგანიზატორების განცხადებით, თანამედროვე ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ სცენაზე ქართველი შემსრულებლების ასეთი „ვარსკვლავური…

აშშ-ში, პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. თავდასხმა შაბათის მსახურების დროს მოხდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. აქედან 14 795 ამომრჩეველი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქეა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]