weather cur horoscope tv
ივნისი 08, 2025

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთის მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე სახალხო დამცველის სრჩელი სრულად დააკმაყოფილა და ქობულეთის უნიციპალიტეტის მერიას პანსიონატისთვის წყალარინების (კანალიზაციის) მომსახურების გაწევა დაავალა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვიღაცებს იმედი აქვთ, რომ 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები არასტაბილურ სიტუაციაში გადავა და ამისთვის საზღვარგარეთიდან ემზადებიან კიდეც.

„ჩემზე ყველაფერს ამბობენ და იგონებენ. დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში,…

გარდაბანში, 230 მგვტ-იანი თბოელექტროსადგურის „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ და აქციას მართავენ. მათი თქმით, არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა - არ აქვთ შრომითი ხელშეკრულება, ობიექტზე არ არის დასალევი წყალი და სასადილო.…

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი მორიგი საგარეო ვიზიტის ფარგლებში საქართველოსაც ეწვევა.

„იუვენტუსის“, იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ ყოფილი დამრიგებელი ანტონიო კონტე სამწვრთნელო კარიერის განახლებას 2019 წელს აპირებს, სავარაუდო კლუბად კი მადრიდის „რეალი“ განიხილება, რომლის ამჟამინდელი თავკაცი ხულენ ლოპეტეგი გაშვების საფრთხის წინაშე დგას.

არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი დამკვირვებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე არსებული ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და…

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე გადადგა. უწყების ინფორმაციით, გამყრელიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

უკრაინა აცხადებს, რომ მისი ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის რეგიონში, სადაც სამთავრობო ჯარები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს 2014 წლიდან ებრძვიან.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]