საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„მე ამაყი ვდგავარ აქ. ამაყი ვდგავარ იმიტომ, რომ მაქვს ქიზიყელებთან საქმე, პირდაპირებთან, მებრძოლებთან, სიტყვის ხალხთან“, – განაცხადა სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა სიღნაღში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ოთხი თანამშრომელი ისრაელის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. როგორც „რეგინფოს“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ბუკიამ უთხრა, ამ დროისთვის შვებულებაში 14 თანამშრომელი იმყოფება. მისთვის უცნობია, მათგან რომელი გაემგზავრა საზღვარგარეთ.
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართუ“ ბანკისგან 1 000 000 ლარი ისესხა. აღნიშნული ბანკის დამფუძნებელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებების პრემია მიანიჭა უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის ფილიალის ხელმძღვანელს, ოიუბ ტიტიევს, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.
ფონდ „ქართუს“ ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული ორი დენდროლოგიური პარკი 2019 და 2020 წლებში გაიხსნება.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დედოფლისწყაროში ამომრჩევლებს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ამომრჩევლებს ტყუილ დაპირებებს არ მისცემს.
ბათუმში, პუშკინისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 20 000 ლარი შესწირა, ამბობს, რომ არჩევნებზე ხმას მას არ აძლევს. ამის შესახებ…
ეკონომიკის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია ორ ამერიკელს, 77 წლის უილიამ ნორდჰაუსსა და 62 წლის პოლ რომერს მიენიჭა.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11