weather cur horoscope tv
ივნისი 08, 2025

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „დაბომბვა ჩვენ დავიწყეთ“.

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, სასამართლომ ოთინაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში დამნაშავედ ცნო და ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით.

„ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირის გამო თურქეთის ხელისუფლებამ 90 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს, ხოლო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, რვა პოლიციელს დისციპლინური სახდელი დაეკისრა.

ჯუნიორ ევროვიზიის სიმღერის წლევანდელ კონკურსზე, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს, საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს სიმღერით – „შენი ხმა“.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, არგენტინის ნაკრების ყოფილი წევრი მატიას ალმეიდა მთავარ მწრთნელად დაინიშნა „სან ხოსე ერსქვეიკსში“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრები, ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია გამოდიან.

პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ შეუერთდა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მან დავით ჭიჭინაძეს თავად მიმართა და ფრაქციაში გაწევრიანება…

საქართველოს პარლამენტმა „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა ორი თვით გადადო. საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადის გადაწევის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღეს.

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრისტიანო რონალდო კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს კიდევ ერთი ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]