საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ აჭარის ხელისუფლება საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულებას განზრახ აჭიანურებს. ექიმების თქმით, საავადმყოფოს მისაკუთრება, დიდი ალბათობით, კერძო კომპანიას სურს და მშენებლობის დასასრულებლად საჭირო თანხის…
გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან, თბილისსა და რეგიონებში, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე შეკრებილებს. მისი თქმით, საზოგადოებასთან ძალიან ახლო ურთიერთობა…
დუშეთის პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ხორხში 76 წლის პენსიონერის დაყაჩაღების ბრალდებით, 23 წლის დ. ჟ. დააკავეს.
6-7 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება. მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კულტურული, სპორტული, გასართობი და სხვა ღონისძიებები გაიმართება. „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
ესპანელი აღიარებული საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში მშობლიურ ქალაქ ბარსელონაში გარდაიცვალა.
პოლონეთის ეროვნული გუნდისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი ნეაპოლის ქუჩაში დააყაჩაღეს.
საქართველოს N1 ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო 4.6 მილიონი დოლარია, ნახევარფინალში გავიდა.
ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, აქციის მეორე დღეს, 5 ოქტომბერს, ქალაქის ცენტრში 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
ბათუმში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, მანანა კაპეტივაძე გახდა. მას 10 000 ლარი გადაეცა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11