საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 8 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურება, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო იმსჯელებს, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა…
უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე კომისიის წევრებს მობილური ტელეფონის გამოყენება აეკრძალათ. კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი სხდომის დროს „ლაივს“ რთავდა.
ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ ქართველი მოკრივე, 37 წლის ავთანდილ ხურციძე, რომელსაც რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედებოდა ბრალად, დამნაშავედ ცნო და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლად პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე დაინიშნა. სარდალს საბრძოლო დროშა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გადასცეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში სავარაუდოდ შემთხვევით გასროლილ ტყვიას 16 წლის გოგონა ემსხვერპლა. ერთი ვერსიით, გოგონას სახლის დალაგებისას იარაღი თავად გაუვარდა, მეორე ვერსიით კი იარაღი შემთხვევით გოგონას ძმას გაუვარდა.
ვაზიანში, სასროლეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მე-12 ბატალიონის, მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის პირველი კლასის რიგითი ვაჟა შათირიშვილი დაიღუპა.
„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მათ ფინანსურ პრობლემებს ხელოვნურად უქმნის და თავისუფალ მედიაზე ზეწოლას ცდილობს, ფინანსთა სამინისტრო გამოეხმაურა.
კახეთში საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 1.80-დან 3 ლარამდე მერყეობს. კომპანია „ქართული ტრადიციული მეღვინეობა“ ქინძმარაულის მიკროზონის საფერავს 3 ლარად იბარებს, მუკუზნის მიკროზონაში მოყვანილ და ჩვეულებრივ საფერავში კი 2 ლარს იხდის.…
ბრაზილიაში ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი ჟაირ ბოლსონარო დაჭრეს. პოლიტიკოსს მინას ჟერეისის შტატში, წინასაარჩევნო კაპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ცივი იარაღით მუცელში მიაყენეს ჭრილობა.
„ამ ბოლო დროს, ხელისუფლების მხრიდან იყო შემოთავაზება - თუ გინდათ მოგვარდეს ფინანსური პრობლემები, დათმეთ ტელეკომპანია. მითითება იყო უმაღლეს სახელისუფლებლო თუ პარტიულ პირებზე. მინიშნებით იყო ნათქვამი, რომ „იბერია“ „რუსთავი 2“-ზე უარესია“,…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11