საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბათუმში, საოცრებათა მოედანზე მდებარე „ალი და ნინოს“ ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი აძვრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მან მაშველების დახმარებაზე უარი თქვა და ქანდაკებიდან დამოუკიდებლად ჩამოვიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
ახმეტელმა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ყაზახეთის ქალაქ ატირაუში გამართულ პარაძიუდოს მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ესპანეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გოჩა მაისურაძე, მეტსახელად „გოგიტა“, თანამზრახველებთან ერთად დააკავეს. გამოცემა Estrella Digital-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ მაისურაძის მიერ კონტროლირებადი კრიმინალური ჯგუფები ხმელთაშუა ზღვის პირას ძვირადღირებულ სახლებს ქურდავდნენ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე კომენტარი გააკეთა. მაჭავარიანის თქმით, მას სჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი იქნება.
ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია. სერბმა ჩოგბურთის ვარსკვლავმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო საკმაოდ ადვილად, სამ სეტში 6:3, 7:6, 6:3 დაამარცხა.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას, 1.7კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა.
ამერიკელი ჩოგბურთის ვარსკვლავი სერენა უილიამსი ამერიკის ღია ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო 17 000 დოლარით დააჯარიმეს. შეგახსენებთ, რომ უილიამსმა ფინალური მატჩი 19 წლის იაპონელ ნაომი ოსაკასთან წააგო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ხიდრისა და კიცხის მცხოვრებლების ინიციატივით და მერიის ააიპ „სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ დოღში გამარჯვებულებს საჩუქრად ქერი გადასცეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11