weather cur horoscope tv
მაისი 30, 2025

ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში დღეს დაწყებულ აკი ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. საშემოდგომო სუპერტურნირის პირველ შეხვედრაში ოძეკის წოდების მქონე ტოჩინოშინმა იაპონელი მაეგაშირა სახელად ჩიიოტაირიუ დაამარცხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებების მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მატჩზე დასწრების მსურველებს მოუწოდებს, საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვან.

თბილისის მერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩის წინ გულშემატკივარს მიმართა და გუნდის ქომაგობასთან ერთად, სიმშვიდისკენ, კონფრონტაციისა და პროვოკაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ამერიკის ღია პირველობაზე ქალთა ტურნირი დასრულდა, რომლის ფინალშიც მე-17 ნომრად განთესილი სერენა უილიამსი მე-20 ნომერ იაპონელ ნაომი ოსაკასთან 6:2, 6:4 დამარცხდა. ტიტულოვანი ამერიკელი ჩოგბურთელი 31-ედ თამაშობდა დიდი სლემის ტურნირების ფინალში,…

რუსეთისა და სირიის სამხედრო ძალებმა მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელეს იდლიბის პროვინციაზე. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავებმა ათობით ბომბი ჩამოყარეს, რა დროსაც სულ ცოტა ოთხი სამოქალაქო პირი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა.

2018 წლის კიდევ ერთი დიდი კინომოვლენა, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. რიგით 75-ე ფესტივალზე მთავარი ჯილდო „ოქროს ლომი“ მექსიკელი ოსკაროსანი რეჟისორის, ალფონსო კუარონის შავ-თეთრმა ფილმმა მოიპოვა. 1970-იანი წლების მექსიკური სოციალური დრამა…

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. რუსული მედიის ინფორმაციით, ავარია მაშინ მოხდა, როდესაც გაგულია სოჭის აეროპორტიდან სოხუმისკენ ავტომობილით მიდიოდა. ის ახალი დაბრუნებული იყო სირიიდან, სადაც…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ დაანონსებული აქციები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მზადდება.

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 73 ათასზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა შეიტანა. ცესკოში დასარეგისტრირებლად საპრეზიდენტო კანდიდატს არანაკლებ 25 923 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულება აქვს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 55-ე კილომეტრზე, ფასანაურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]