საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ამერიკის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ (AMPAS) ახლახანს მიღებული სიახლე - ოსკარების დაჯილდოებაზე ახალი ნომინაცია: საუკეთესო პოპულარული ფილმის კატეგორია გააუქმა. კინოაკადემიის განცხადებით, საკითხი ღრმა შესწავლას საჭიროებს და ის წლევანდელ დაჯილდოებაზე…
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე, რომელმაც მედიასთან თამაში შეაფასა და ყაზახეთთან მატჩის გმირ გიორგი ჩაკვეტაძეს რჩევა მისცა.
ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი ბერტ რეინოლდსი 82 წლის ასაკში გულის შეტევით ფლორიდის შტატში მდებარე ჰოსპიტალში გარდაიცვალა. რეინოლდსს კვენტინ ტარანტინოსთან ერთად უნდა ემუშავა ფილმზე „ერთხელ ჰოლივუდში“, რომლის გადაღებებიც ამჟამად მიმდინარეობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ახალი სანაკრებო ტურნირის, UEFA-ს ერთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. „ჯვაროსნებმა“ სტუმრად ქალაქ ასტანაში მასპინძელი ყაზახეთი დაამარცხეს და ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით პირველად მოიგეს ოფიციალური შეხვედრა.
კავკასიის უნივერსიტეტი აგრარული მიმართულების განვითარებას და კახეთში ღვინის სკოლის გახსნას გეგმავს. სკოლა სტუდენტებს პროფესიულ, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შესთავაზებს. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დაფინანსება 2018 წლისთვის თვეში საშუალოდ 0.9 მლნ ლარით გაიზრდება. ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის წევრებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურიაში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული პატრულ-ინსპექტორი დააკავეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღგ-ს რეფორმით წელს ქართული ბიზნესისთვის ნახევარ მილიარდ ლარამდე ოდენობის თანხის დაბრუნება იგეგმება. პრემიერმა ქართველ მეწარმეებს დღგ-ს დაბრუნების სისტემაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11