საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) აცხადებს, რომ 24 თებერვლის შემდეგ უკრაინა 835 928-მა ადამიანმა დატოვა. ლტოლვილების ნახევარი - 453 982 ადამიანი პოლონეთის საზღვარზე გადავიდა, 116 348-მა კი თავი უნგრეთს…
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, „ევროპიდან რაღაც სიგნალებს იღებენ“, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დასაჩქარებლად.
უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მცხოვრებლებმა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს იმისთვის, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს ქალაქში შესვლის საშუალება არ მისცენ.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ხალხს მოუწოდებს, მიტინგებზე გამოვიდნენ და უკრაინაში ომი გააპროტესტონ.
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს, კერძოდ, აპირებს ის „უკრაინის პრეზიდენტი“ გახადოს.
უკრაინის მესამე პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელსაც, მისი აზრით, არასდროს ჰქონია ვაჟკაცობა და ღირსება. გარდა ამისა, იუშენკოს თქმით, მისი მიმართვის ადრესატი კიდევ 140 მილიონი „ღვთისმოშიში…
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, უკრაინელებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირის ერთიანობა ახალ დონეზე აიყვანა – „უფრო მაღლა ვიდრე ფორმალური და სახელმწიფოთაშორისი დონეებია“.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის ცენტრზე კონტროლი დაამყარეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში – ხარკოვში, რუსულმა ძალებმა ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დაბომბეს.
„ჩვენი ისტორიის განმავლობაში ვისწავლეთ გაკვეთილი, რომ როდესაც დიქტატორები პასუხს არ აგებენ აგრესიისთვის, უფრო მეტ ქაოსს იწვევენ, ისინი აგრძელებენ იმას, რაც დაიწყეს“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11