საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინულ რეგულატორს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის შემდეგ რადიაციის დონის ცვლილება არ დაუფიქსირებია.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა აღიარებაა იმისა, რომ მიწაზე მნიშვნელოვანი ვერაფერი გააკეთეს.
უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დაბომბვა კი შეწყდა. მანამდე დმიტრო ორლოვი აცხადებდა, რომ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შენობები და ბლოკები განუწყვეტლივ იბომბებოდა, რის შედეგადაც ხანძარი…
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, 3 მარტს შედგა. მხარეები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და მედიკამენტების მიწოდების მიზნით, ჰუმანიტარული კორიდორების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.
„მინდა ვთქვა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრაფიკის მკაცრი დაცვით, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ყველა დასმული ამოცანა სრულდება“, – განაცხადა რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში უკვე ჩადიან უცხოელი მოხალისეები, რომელთა რაოდენობა 16 ათასია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 3 მარტს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწრა და თქვა, რომ ამით საფუძველი ეყრება ისტორიულ პროცესს, რომელიც საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობამდე მიიყვანს.
ლიეტუვის დედაქალაქის მერის გაადაწყვეტილებით, ვილნიუსის იმ ქუჩას, სადაც ამჟამად რუსეთის საელჩოა განთავსებული, უკრაინის გმირების ქუჩა ეწოდება. ამის შესახებ მერმა რემიგიუს შიმაშიუსმა სოციალურ ქსელში დაწერა და საელჩოს სავიზიტო ბარათების შეცვლისკენ მოუწოდა.
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ, მეხუთე პრეზიდენტად ვააგნ ხაჩატრიანი აირჩია. მისი კანდიდატურა მმართველი პარტიის – „სამოქალაქო შეთანხმება“ ფრაქციამ დააყენა. ის ერთადერთი კანდიდატი იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის „დემილიტარიზაციას“ ბოლომდე მიიყვანს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11