weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში, სადაც ექვსი დღეა ომი მიმდინარეობს, მთავრობის ნებართვით მოხალისეების გაგზავნა, ნიშნავს „საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

რუსი დირიჟორი ვალერი გერგიევი მიუნხენის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი არ დაგმო. 

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს და კომიტეტის წევრებს წერილით მიმართა.

„მე მოვუწოდებ იმ კაცს, ვინც ამას წყვეტს, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალთან, ზელენსკისთან მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილას – კიევში. ჩვენ გვაქვს შეთანხმება პოლონეთის ხელმძღვანელობასთან, რომ ისინი უზრუნველმყოფენ ყველანაირი ტრანსპორტით“,…

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სავარაუდო დანაკარგის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან პირველ მარტამდე (დილის 6 საათამდე), რუსეთის მხარეს დაიღუპა დაახლოებით 5710 ადამიანი, 200 კი…

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს ორი ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპა, დამატებით ექვსმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 37 226 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 6847 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 18.39%-მდეა შემცირებული.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო (ბაჩანა) ახალაიამ 9-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მთელი ცხოვრება პატიოსნად ემსახურა ქვეყანას.

  თიბისის გუნდის გადაწყვეტილებით, მომხმარებლები, უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით, ყველა გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებენ. საკომისიოს თანხას თიბისი ბანკი თავად დაფარავს. პირობა ძალაში 2022 წლის 28 თებერვლიდან შევა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]