საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ავსტრალია უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 50 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა. თანხა ლეტალური და არალეტალური იარაღის შეძენას მოხმარდება.
უკრაინის ქალაქ ახტირკაში სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სუმის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსმა, დმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა. მაშველები საძიებრო სამუშაოებს აგრძელებენ და შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზიდან, სადაც ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა, მიმართვა გაავრცელა. მისი განცხადებით, საქართველოსგან არავინ ელოდება ისეთ ზომებს, რომელიც ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს, მაგრამ მისგან ყველა ელოდება უკრაინისადმი…
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია-ს“ ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ გააუქმა ავიარეისი, რომლითაც მოხალისეები უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა გაფრენილიყვნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც თქვა, რომ „დარწმუნებულია, ეს რეალურია“. დოკუმენტი უკვე გაიგზავნა ბრიუსელში.
უკრაინის ქალაქ ხარკოვში ბოლო მასობრივი დაბომბვის შედეგად 15 სამხედრო და 16 სამოქალაქო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ქალი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფრომაციას ხარკოვის საქალაქო საბჭო ავრცელებს. მსხვერპლის…
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტი ჟენევაში, სადაც ის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიას უნდა დასწრებოდა, გაუქმდა. რუსული მხარის განცხადებით, ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცე ლავროვის თვითმფრინავისთვის დახურულია.
უკრაინელი სამხედროები, რომლებიც კუნძულ ზმეინიზე მსახურობდნენ, ცოცხლები არიან და რუსების ტყვეობაში იმყოფებიან. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები იტყობინება.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გულგრილი დამოკიდებულება აქვს მის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიმართ. ამის შესახებ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კახეთის რეგიონის ქალაქებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქთან მრავალწლიანი მეგობრული, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეგობარი უკრაინა და უკრაინის თითოეული მოქალაქე.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11