weather cur horoscope tv
მაისი 24, 2025

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი პარტია „ევროპული საქართველოდან“ ზურაბ შაინიძე ცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. შაინიძე ცემაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებს.

თბილისის ზღვაში 27 წლის კაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. მაშველები შემთხვევის ადგილზე თვითმხილველის შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ.

თუშეთის სოფელ გოგრულთაში 11 წლის ბავშვი ოცდაათი მეტრის სიმაღლის კლდიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული სამართალდამცავებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით ამოიყვანეს და თელავის რეფერალურ საავადმყოფოში…

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ავღანეთში, საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა იკვეთება. მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიცია იძიებს.

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში ჩილელი ნიკოლას იარი 7:5, 0:6, 6:1 დაამარცხა და ფინალში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს არგენტინელ ლეონარდო მაიერს შეხვდება. ქართველმა ჩოგბურთელმა…

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში 27 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. „Toyota RAV-4“-ის მარკის ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. სავარაუდოდ, მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის დისშვილი გროზნოს მერად დანიშნეს. ეს გადაწყვეტილება 26 ივლისს, ქალაქის საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო.

გერმანული მედიაკომპანიები, ZDF და WDR რუსი ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. 27 ივლისს, სააგენტო „ფრანს პრესის“ მიერ გავრცელებული ცნობით, რომელიც ჟურნალ „შპიგელის“ გამოუქვეყნებელ პუბლიკაციას ეყრდნობა, ორივე კომპანიის საინტერნეტო ქსელებზე ივნისის თვეში…

აჭარაში მოტოდელტაპლანების ოპერატორების ნაწილს სანაპირო ზოლში ფრენა აეკრძალა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, საუბარია არარეგისტრირებულ და ხელნაკეთ მოტოდელტაპლანებზე, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებენ ფრენების უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს.

სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ცოლ-ქმარი, 1968 წელს დაბადებული გ.გ. და 1964 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]