საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამცხე–ჯავახეთში 29 სახერხი საამქრო დალუქა. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, საამქროებში შემოწმება 28-დან 30 ივლისამდე ჩატარდა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. ეს საკითხი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სათემო რადიო „მოზაიკის“ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს, გვანცა დოლუაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. გორის ცენტრში, ტროტუარზე გაკეთებული წარწერის, „მკვლელი ქუჩაშია“, ავტორად შსს გვანცა…
მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ შეაფასა. ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში დეკანოზმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გასაუქმებელია.
„ევა გოცირიძემ და მერაბ ტურავამ ამიხსნან, მარიხუანას მოხმარება ადამიანს როგორ ავითარებს?! მათი მსჯელობა ყოველგვარ ცინიზმს სცილდება. აქამდე მეგონა, რომ ადამიანს წიგნის კითხვა, სპორტი ავითარებდა და თურმე, მარიხუანა ავითარებს“, – განაცხადა…
დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაახლოებით 200 მეტრზე ქარსაცავი ზოლი და 2500 ჰექტარზე ნახორბლარი დაიწვა. ხანძარის ჩაქრობა გვიან ღამით მოხერხდა.
თუ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მგონია, რომ მას აქვს პირველივე ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.
ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურიმ ათი ნომინაციიდან ხუთის ფინალისტები დაასახელა. „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა სექტემბერში გახდება ცნობილი, ხოლო დანარჩენ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულები უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდებიან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში მამამ შვილი ცივი იარაღით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 64 წლის ა.ბ. დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11