weather cur horoscope tv
მაისი 24, 2025

საქართველო-სომხეთის საზღვართან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში გორაკზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად საქართველოს მხარეს 20 ჰექტარზე ბუჩქნარი დაიწვა, ხოლო სომხეთის მხარეს - 50 ჰექტარი.

ფოთში, მალთაყვის მიმდიბარე ტერიტორიაზე შავ ზღვაში ბანაობის დროს ორი ადამიანი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცი და 58 წლის ქალი ზღვაში საბანაოდ შევიდნენ, თუმცა ძლიერი შტორმის გამო…

პირიქითა ხევსურეთში, არხოტში თემის გადაწყვეტილებით ნადირობა და თევზაობა აკრძალეს. ხუცესმა გოჩა ჯაბუშანურმა ახიელის მთავარანგელოზის სალოცავში ყველა გვარის წარმომადგენელი ხატზე დააფიცა.

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე მუშაობისას 32 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მშენებლობაზე ამწეს მართავდა, რომელსაც მაღალი ძაბვის სადენი დაეცა.

პანკისელმა ქალებმა ნატო ქავთარაშვილმა და მედიკო მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კულინარიულ ტელეშოუში „ჩემი სამზარეულოს წესები“ გაიმარჯვეს და 100 ათასი ლარი მოიგეს. ფინალურ შოუში მათ ზუგდიდის გუნდი დაამარცხეს.

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა გაუქმდა, საქართველო უფრო თავისუფალი ქვეყანა გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, რის შედეგადაც გაუქმდა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო მოხმარებისათვის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ყოფილი თანაგუნდელები გააკრიტიკა. ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ვაშაძემ განაცხადა, რომ „ყველაფერი უბედურება…

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1-ლი აგვისტოდან აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას იწყებს. პირველ ეტაპზე, ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები, 18-დან 50 წლამდე ასაკის პირები მიიღებიან.

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქიმიის 50-ე საიუბილეო საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IChO-2018) სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო დიპლომი მოიპოვა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]