საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური, წუხელ, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. მინდია გოგოჭური რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. გადაუდებელი ოპერაცია მას წუხელვე ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
მიგრანტთა წახალისების პროგრამის ფარგლებში გერმანია საკუთარი ნებით დაახლოებით 12 ათასმა თავშესაფრის მაძიებელმა დატოვა. Deutsche Welle ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდონობით წერს, რომ პროგრამით ძირითადად ავღანეთის, ერაყისა და რუსეთის მოქალაქეებმა ისარგებლეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჭუბერის ხეობაში გაემგზავრა. პრემიერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.
ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამი ლეგენდარული ჩემპიონი პილოტის, ხუან მანუელ ფანხიოს, მაიკლ ჰოუთორნისა და აირტოს სენას სარბოლო ჩაფხუტები ბონემის სააუქციონო სახლმა სავაჭროდ გამოიტანა.
სვანეთში, ჭუბერის ხეობაში, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ 6 საცხოვრებელი სახლი წაიღო. განადგურებულია ათობით დამხმარე ნაგებობა, ხის საამქრო და საკარმიდამო ტერიტორია. წყალმა წაიღო შიდა საავტომობილო გზები და ხიდები, რომელიც ჭუბერის ტერიტორიული ერთეულის…
მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის ხეობაში, სადაც ადიდებული მდინარე ნენსკრა კალაპოტიდან გადმოვარდა, საცხოვრებელი სახლები და ხიდები დაანგრია და ახლაც სოფელში მოედინება, ძლიერი წვიმა ამაღამაც არის მოსალოდნელი. ამის შესახებ "რეგინფოს" გარემოს ეროვნული სააგენტოს…
ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საინტერესო და უცნაური რეკორდი დაამყარა. 26 წლის ვარსკვლავს აქამდე 4 მატჩი ანუ 360 წუთი აქვს ნათამაშები და აქედან 14 წუთი მინდორზე წაქცეულმა გაატარა.
სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრა საცხოვრებელ სახლებში, ეზოებში და გზებზე მოედინება. სახლების პირველი სართული დატბორილია და არსებობს დანგრევის საფრთხეც. ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩაშია შეკრებილი. მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე არ…
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში განვითარებულ სტიქიურ პროცესებს ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
სპეცოპერაციის შედეგად, მადრიდის, ბარსელონას, ვალენსიას, ალიკანტეს, ალბასეტეს, მურსიას, ჟირონასა და გრანადას პროვინციებში ესპანეთში მოქმედი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის 7 „კანონიერი ქურდი“ დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11