weather cur horoscope tv
მაისი 22, 2025

თბილისში, ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული დამწვრობით, 23 წლის ბიჭი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მასთან ერთად საავადმყოფოში შეიყვანეს 26 წლის გოგოც. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს გარუჯვის დროს ლეღვის ფოთლების ნახარშის…

კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელებმა, კარლოს ბაკამ და მატეუს ურიბემ მუქარის შემცველი წერილები მიიღეს. ინგლისთან მატჩის შემდეგ ორივე ფეხბურთელს სამშობლოში სიკვდილით ემუქრებიან.

ისტორიაში პირველად ტუნისის დედაქალაქის მერად ქალი აირჩიეს. France24-ის ინფორმაციით, ისლამისტური პარტია „ან ნახდას“ წარმომადგენელმა, 53 წლის სუად აბდერაჰიმმა პრეზიდენტის პარტიის კანდიდატი დაამარცხა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

სახერხ საამქროებში ვიდეომონიტორინგის განხორციელება 2018 წლის 2 აგვისტოდან სავალდებულო ხდება. სახერხის მფლობელები ვალდებული იქნებიან საამქროს ეზოში და შენობაში მორის მიღება-გადამუშავება მხოლოდ ვიდეოკონტროლის ქვეშ მოახდინონ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში დენის დარტყმის შედეგად 14 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სოფელში მერის წარმომადგენლის, ნათია წითლიძის ინფორმაციით, მოზარდი ვარჯიშის დროს ელექტროგადამცემ ბოძზე აძვრა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

შირაქში, დიდნაურის ტერიტორიაზე ხორბლის აღების დროს შპს „მექანიზატორის“ კომბაინის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ხანძარი ასაღები ხორბლის ყანაზეც გავრცელდა. დედოფლისწყაროს მერის მოადგილის, მალხაზ მერაბიშვილის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 20 ჰექტარი ტერიტორია,…

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ნორმა, რომლითაც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვის მომსახურება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შატილში, ერთი წლის წინ ჩამოშლილი მე-6 კოშკის რეაბილიტაცია დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, კოშკის დაზიანებული ფასადი კვლავ ავთენტური ფიქლის ქვის მშრალი წყობით აღდგა.

ინდონეზიის არქიპელაგის კუნძულ სულავესის მახლობლად ბორანის ჩაძირვას 31 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა ზღვაში 69 მგზავრის გადარჩენა შეძლეს, რამდენიმე ათეულ დაკარგულს კი ეძებენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]