weather cur horoscope tv
მაისი 19, 2025

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩატარებულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაზეთ „ქრონიკა +“-ში გამოქვეყნებული სტატიის გამო, გაზეთის რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს, იაკობ ბლუაშვილს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. პროკურატურა ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

უკრაინულმა ავიაკომპანია „YANAIR“-მა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო.

საქართველოს პარლამენტმა 95 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა დადგენილება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. 17-წევრიანი კომისიის თავმჯდომარედ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აირჩიეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, რომელიც ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, სასამართლოს მიმართავს. დევდარიანი 8 ქალს მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს.

ბაქოს ნარიმანოვის რაიონულმა სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა იურისტ ემინ ასლანოვს (ასლანი), რომელიც 4 ივნისს, ბაქოს ცენტრში, უცნობმა პირებმა მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. სასამართლომ ასლანოვი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის…

კომპანია „ფუჯინ სილქ ფროფერთისი“, რომლის მესაკუთრე 29 წლის ფრანგი ბიზნესმენი ჯონ დიამან ტეო დოდელანდია, თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე 120-ნომრიან სასტუმროს ააშენებს. კომპანიამ 12 653 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 1 851 000 ლარად იყიდა.

სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრთან ახლოს, დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 17:07 საათზე, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 28 კილომეტრში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთან, გოჩა ბლუაშვილთან, რომელიც ძმასთან ერთად, რძლის და არასრულწლოვანი ძმისშვილის ცემაშია ბრალდებული, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. პოლიციელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]