საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ცნობილი ამერიკელი შეფ-მზარეული და ტელეკომპანია СNN-ის სახე, ენტონი ბურდენი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი სტრასბურგში, სასტუმროს ნომერში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში, საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ჯამში 111 მედალი მოიპოვა, ხოლო ისტორიაში პირველად საქართველომ საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
„ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ რუსეთი გაიცნოს და შეიყვაროს, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებდით ყოველთვის. ჩვენ ვიყავით როგორც ერთი მთლიანი, ერთად ვიზრდებოდით. ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. კულტურა აახლოებს. მე…
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში, მდინარე ჭოროხზე ჯომარდობის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის საქართველოს ერთი მოქალაქეა, სამი კი რუსეთის ფედერაციის.
9 ივნისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ფესტივალი სახელწოდებით „შენს მხარეს ვარ“ გაიმართება. ფესტივალის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ სტიგმის დაძლევა და მშობლების მონაწილეობით საზოგადოების ცნობიერების შეცვლა.
სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, კვერცხის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტორებმა თბილისში, კომპანია „კრეატივი +“-ში 21 600 ცალი არაეტიკეტირებული კვერცხი აღმოაჩინეს.
ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის განცხადებით, ქვეყანაში შვიდ მეჩეთს დახურავენ, რამდენიმე იმამს კი გააძევებენ. მთავრობის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება „პოლიტიკური ისლამისა“ და საზღვარგარეთიდან რელიგიური ჯგუფების დაფინანსების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ე.წ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
„დღევანდელი გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც იქნება ყველა საჭირო სივრცე, არა მხოლოდ მოსრიალეთათვის; ის ასევე უპასუხებს მსოფლიოში არსებულ დღევანდელ ტრენდს, რაც გამოიხატება იმაში,…
აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება, - პროექტს, რომელიც მაღალმთიან აჭარაში 9 000 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11