weather cur horoscope tv
მაისი 17, 2025

არნემის „ვიტესის“ მცველმა გურამ კაშიამ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ჰოლანდიურმა კლუბმა ევროპა ლიგაზე გამსვლელ შიდა პლეი-ოფში „უტრეხტს“ სწორედ ქართველი კაპიტნის გოლით სძლია.

საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონ „პარი სენ-ჟერმენს“ მომდევნო ორი წლის მანძილზე თომას ტუხელი გაწვრთნის. ახალგაზრდა გერმანელმა სპეციალისტმა პარიზული საფეხბურთო კლუბის თავკაცის პოსტზე ესპანელი უნაი ემერი შეცვალა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მრევლისთვის თავის წარმომადგენელს გამოგზავნის. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა 14 მაისს მიიღო.

საქართველოს მთავრობა მოსახლეობის განვითარების ეროვნულ საბჭოს ქმნის, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობის მოსალოდნელი შემცირების შეჩერების ხელშეწყობა იქნება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის. კანონპროექტი დანაშაულის დაფარვის, შეუტყობინებლობის, ჩვენებაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისათვის არსებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 13 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ, აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის…

2018 წელს სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 53 პირი დააკავა. აქედან, სქესისა და გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულია 39 პირი, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით…

ღია ლიგაში მოასპარეზე გურჯაანის „ალაზანმა“ მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა და „გლდანს“ სამბურთიანი სხვაობით სძლია. ხუთი ჩატარებული მატჩის შემდეგ გურჯაანის საფეხბურთო გუნდი კვლავაც გათამაშების ლიდერია.

სახალხო დამცველი ეხმიანება 2018 წლის 13 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ პარალელურად მიმდინარე „ქართული მარშისა“ და სხვა ნეონაცისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებულ აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს…

დღეიდან 3 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის შემდეგ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]