საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, 42 წინააღმდეგი იყო.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ დამფუძნებელი ვალერი კვარაცხელია გააფრთხილა, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, კომუნისტური სიმბოლიკა არ გამოიყენონ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მეოთხე მოადგილედ გიგა კაცია დაინიშნა. სამინისტროს ინფორმაციით, გიგა კაცია 2012-2017 წლებში „თიბისი ბანკში“ კორპორატიული დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე, ამავე ბანკში, გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ვანდალური ფაქტი მოხდა ბათუმის რკინიგზის სადგურში. გვიან ღამით, პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერის ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს, კერძოდ, მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაზღვრო პუნქტ „კარწახში“ აზერბაიჯანის ორი მოქალაქე - 1969 წელს დაბადებული ს.ე. და 1982 წელს დაბადებული ჰ.შ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალების 2 გამსაღებელი დააკავეს. დაკავებულები არიან 1991 წელს დაბადებული ქალბატონი და 1994 წელს დაბადებული მამაკაცი.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ - არა.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის და ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ესპანელი ლიდია ვალენტინის დაჯილდოების…
გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, 43 წლის ნუგზარ ბარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.
საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატან სარჩელზე მუშაობს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11