საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ყველა ვეტერანს ერთჯერადი დახმარების სახით გადაეცემა 600 ლარი, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახებს - 300 ლარი.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის შენობასთან დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ძიუდოისტებისა და მათი გულშემატკივრების აქცია გაიმართა. ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, მათ ქევხიშვილთან შეხვედრა სურდათ, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი სამუშაო დროს კაბინეტში არ იმყოფებოდა.
ჩოხატაურსა და თერჯოლაში ორ საჯარო სკოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში დაღუპული მეომრების სახელი ეწოდა. ჩოხატაურში, სოფელ ბასილეთის სკოლა გურამ უჯმაჯურიძის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის სკოლა კი კახაბერ ბრეგვაძის სახელობისა იქნება.
საბავშვო ბაღის დირექტორის პოზიციაზე ნარკოტიკების მომხმარებელი და განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირების დანიშვნა აიკრძალა. დღეისათვის მსგავსი რეგულაცია 45 მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს მიღებული.
რუსეთის დედაქალაქში რუსეთის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია დასრულდა. პუტინი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილების მეოთხე ვადით განხორციელებას. ის ქვეყნის სათავეში კიდევ 6 წლის განმავლობაში იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპული სახელმწიფოა, მიუხედავად იმისა, რომ ის „თითქმის არასდროს“ იცნობდა ისეთ დემოკრატიას, რომლის პირობებშიც ფრანგები ცხოვრობენ. მაკრონს მიაჩნია, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგი, რადგან, მისი…
დაღესტნის ქალაქ კასპიისკში ლეგენდარული ფალავნის, ალი ალიევის სახელობის არენაზე გამართული თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა ფალავნებმა ევროპირველობაზე ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს რკინიგზამ 19 მაისს, ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით დამატებითი რეისი დანიშნა. „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილ კონცერტზე დასწრების მსურველებს „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი მოემსახურებათ.
მეტროსადგური „გურამიშვილი“, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სამი თვე დაკეტილი იყო, დღეს გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ნაწილობრივ დასრულდა - გარემონტდა ზედა ვესტიბიული და დახრილი გვირაბი.
თბილისში ჩატარდა ქვევრის ღვინის მეორე საერთაშორისო კონკურსი, რომელზეც 70 დიდი კომპანიის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნის 200-მდე ღვინის ნიმუში იყო წარდგენილი. ნიმუშების შეფასების შემდეგ, გამარჯვებულების დაჯილდოება დაახლოებით ერთ თვეში…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11