საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ეროვნული ლიგა 2-ის მე-8 ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე თბილისის „ნორჩი დინამოს“ უმასპინძლა, 1:2 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად გაირთულა.
სამართალდამცველებმა პოლიციელითვის ქრთამის მიცემის ბრალდებით, ქალაქ ფოთში მცხოვრები ბ.ტ. დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა პოლიციელს სამართლებრივი რეაგირებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდა შესთავაზა.
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები ევროპა ლიგაზეც ჩატარდა. ლონდონის „არსენალმა“ საკუთარ მოედანზე ათკაციანი „ატლეტიკოს“ დამარცხება ვერ შეძლო, მარსელის „ოლიმპიკმა“ კი „ზალცბურგს“ იოლად სძლია.
„ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე არის უმძიმესი მდგომარეობა, მომხმარებელს მიეწოდება დაბალი ხარისხის ინტერნეტი და ფასები არ არის ადეკვატური“, – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განაცხადა. მისივე თქმით, კომისია ინტერნეტის…
ისრაელში, მკვდარი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად ცხრა არასრულწლოვანი გოგო და ერთი ბიჭი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 25 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი დამშრალი მდინარის კალაპოტში გადაადგილდებოდა, როდესაც წყალი მოვარდა. ექსკურსია ერთ-ერთი სამხედრო…
„ნტვ +“-ს, რომელიც რუსულ მედიაჰოლდინგ „გაზპრომ მედიას“ ეკუთვნის, საქართველოში ავტორიზაცია შეუჩერდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, „ნტვ +“-მა ავტორიზაციის შეჩერება მას შემდეგ მოითხოვა, რაც კომისიამ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარდგენა…
ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად გადაცემული ავტომანქანებიდან აკუმულატორები მოიპარეს. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ლაივპრესის“ ცნობით, შემთხვევა 25 აპრილს, ღამით მოხდა.
2018 წლის 1 მაისიდან ბაზრობების, სავაჭრო ცენტრების, ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურების, 100 ან მეტადგილიანი სასტუმროებისა და დასასვენებელი სახლების სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა იკრძალება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ და ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის მიერ ე.წ. ბნელი ხევის ტერიტორიაზე ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების მიზნით დაწყებულ სამუშაოებს ეწინააღმდეგებიან.
2018 წლის 1 ივნისიდან, ყველა ავიაგადამზიდველი ვალდებული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო ავიარეისებით მოსარგებლე მგზავრების შესახებ, ფრენის დრომდე 48 საათით ადრე და თვითმფრინავის აფრენისთანავე.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11