საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თიანეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და პარლამენტარი თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილი ავრცელებს.
თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლთან მდებარე ფერმაში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე 35 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული გ.გ. პოლიციამ ბათუმში აიყვანა. მას 10 თებერვლიდან ეძებდნენ.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რეკომენდაცია გაუწია პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ ორივე კანდიდატს – კარლო კაციტაძესა და ემზარ გაგნიძეს. შესაბამისად, პარლამენტი ორივე კანდიდატს უყრის კენჭს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს კენჭი მომავალ კვირაში უყარონ. ნათელაშვილის თქმით, კორონავირუსის დადასტურების გამო ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე მისვლას ვერ შეძლებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა აირჩიეს. მას მხარი საკუთარი პარტიის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 25-მა წევრმა დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს გამოქვეყნებული კოვიდ-სტატისტიკა ტესტირების ყველა შედეგს არ ასახავს, რადგან ელექტრონულ პორტალზე პასუხების სრულად ატვირთვა ვერ მოხერხდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებს უმეტეს შემთხვევებში ვაქცინა არ მუშაობს. ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად აზარაშვილმა თქვა, რომ ღარიბაშვილი ანტივაქსერი არ არის.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს დაავალა ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე რეაგირება მოახდინოს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შექმნას ჯგუფი, რომელიც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობას შეისწავლის.
თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, წინა კვირაში ლარმა პოზიციები მცირედით დათმო. გამყარების ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია რომ იანვარში არარეზიდენტების მხრიდან ლარის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის ზრდა არ დაფიქსირდა, რადგანაც ამ ტიპის ინვესტორების…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11