საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კახეთში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ცოლ-ქმარი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულები მწყემსები არიან, რომლებიც სოფლის განაპირას საქმიანობდნენ.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, უკმაყოფილოა იმით, რომ ლელო პოლიტიკურ პარტიას უკავშირდება.
საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 64 187 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 19 968 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 31.11%-ია.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რუსთავის ციხეში იხდის სასჯელს, დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანიების – „მთავარისა“ და „ფორმულას“ და ასევე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტარ ლევან ხაბეიშვილის წინააღდეგ სასამართლოში იჩივლა.
2014 წელს, ზესტაფონში, პოლიციის თანამშრომლის მიერ ყოფილი ცოლის, 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ევროპული კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლები…
არასამთავრობო ორგანიზაციები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) მიიჩნევენ, რომ პარლამენტის სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის – ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით, „ქართული…
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევა. როგორც მან განაცხადა, პარტიამ ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო, რადგან ბოიკოტმა შედეგი ვერ გამოიღო და კოლეგა ოპოზიციონერები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისი თანაპარტიელები არ აპირებენ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ შეთავაზების მიღებას და სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელებას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღებას აცხადებს. ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 36 წლამდე საქართველოს მოქალაქეები.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11