weather cur horoscope tv
მაისი 10, 2025

სხვადასხვა ევროპული გამოცემების თანახმად, სეზონის დასრულების შემდეგ საფეხბურთო კლუბ ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ არსენ ვენგერს გერმანელი თომას ტუხელი ჩაანაცვლებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის ქმედებებში, რომლის შედეგადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ თანამდებობა დატოვა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის…

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

რუსული მხარე აფხაზეთის მცხოვრებლებს 1 კილოგრამ ფაროსანაში 1000 რუბლს (დაახლოებით 42 ლარი) სთავაზობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯამბულატ ხატუოვმა სოხუმში განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურებრივი გულგრილობისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე დიმიტრი კალატოზიშვილი და გამგეობის კიდევ ექვსი მოხელე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა…

Led Zeppelin-ის სოლისტი რობერტ პლანტი საქართველოს ეწვევა. ლეგენდარული როკ-მუსიკოსი „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ ფარგლებში, 19 ივლისს, Black See Arena-ზე იმღერებს.

მედიის წარმომადგენლებმა „პირველი არხის“ ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ბერძენიშვილის შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს. მიმართვის ავტორების თქმით, მამუკა ბერძენიშვილი „სახელმწიფოს მიერ წარმოებული ფაშისტური ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლია და მასთან ერთად ციხეში პირადი…

ქარელის პოლიციამ სოფელ რუისში, წმინდა დემეტრეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი საფლავების გადათხრის ფაქტის შესწავლა დაიწყო. ძველი სასაფლაოს ტერიტორია გალავნის ასაშენებელად, ეკლესიის მოძღვრის გაბრიელ იმედაიშვილის მითითებით, 2 კვირის წინ გადათხარეს.

ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია, ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში 40 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ოჯახის წევრებმა მამაკაცი მეუღლის სახლში იპოვეს ჩამომხრჩვალი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]