საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მაღაროელები ხელფასის მომატებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნას ითხოვენ.
საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება გაერთიანებულ სამეფოში სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები: გენო ქ., ემზარ ც., მამუკა ა., ირაკლი…
სამართალდამცველებმა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოჯახური დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 855 პირი დააკავეს, მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი კი 1402 პირის მიმართ გამოსცეს.
ბათუმში გამართული ევროპის 2018 წლის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში სენსაციური შედეგით დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული ხორვატი ივან სარიჩი (2657) გახდა, რომელსაც მხოლოდ 26-ე განთესვა ჰქონდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ვაკო ყაზაიშვილს ამერიკული კლუბი „სან ხოსე ერსქვეიკსი“ სტატიას უძღვნის, რომელშიც საუბარია 25 წლის ფეხბურთელის ამერიკული კარიერის დასაწყისზე და მოყვანილია ციფრები, რომლის მიხედვითაც ყაზაიშვილს ამერიკულ ლიგაში უფრო კარგი…
ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადაიქცა ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება, – ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ზუგდიდში მდებარე ლავრენტი ბერიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და 2016 წელს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭებას ითხოვენ.
ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების მიერ სამი თვის განმავლობაში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ათენში საქართველოს 4 მოქალაქე – 1965 წელს დაბადებული ვ.ხ., 1983 წელს დაბადებული ბ.თ., 1978 წელს დაბადებული…
კავკასიაში უდიდესი მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air, რომელსაც ყოველწლიურად AlterVision-ჯგუფი ატარებს, წელს 22-24 ივნისს გაიმართება. სამდღიანი ფესტივალი ლისის ტბის მახლობლად, ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება და მონაწილეობას 70-ზე მეტი შემსრულებელი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11