საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში 60 წლამდე ქალი მოკლული იპოვეს. ცხედარი ბინაში გარდაცვლილის დედამ დღეს საღამოს ნახა და პოლიციას შეატყობინა.
საქართველოსა და სერბეთს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უახლოეს დღეებში, შესაბამისი სარატიფიკაციო პროცედურების დასრულებამდე ამოქმედდება. ამ გადაწყვეტილების თაობაზე სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით,…
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვლადიმერ პუტინის მხარდასაჭერად რუსეთის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა სიმღერა სახელწოდებით „გზამკვლევი ვარსკვლავი“ ჩაწერეს და კლიპიც გადაიღეს. ვიდეორგოლში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია და მისი ჯგუფი „ა სტუდიო“, ასევე გრიგორი…
კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია აღნიშნავს, რომ ორივე ჰესის სამშენებლო პროცესის ნახევარზე მეტი შესრულებულია, ინვესტიციის 2/3 უკვე დახარჯულია და მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
„ყველაზე მთავარი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას მისი დროული მონიტორინგია“, -სამეგრელოში მცხოვრებ ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები ამერიკელმა სპეციალისტებმა გაუზიარეს. ისინი რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თხილის ნარგავებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
2018 წელს მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება: ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი; გოდერძი-მწვანე ტბა-შავი ტბა-დანისპარაულის წრიული მარშრუტი; ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი.
ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ 2017 წელს თბილისსა და მცხეთაში, სოფელ საგურამოში მდებარე 6 უძრავი ნივთი შეიძინა, რომელთა საერთო ღირებულება 1 000 000 აშშ დოლარს აღემატება.
ბორჯომის საკრებულოს მეტროპოლიტენის სადგურებისა და აეროპორტებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი აქვს დაწესებული, მათ შორის, ცალკეულ დაბებსა და სოფლებშიც. საკრებულოს დადგენილება 2013 წლის 7 ივნისს აქვს მიღებული, ამის შემდეგ დოკუმენტი 7-ჯერ შეიცვალა, თუმცა…
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 8-10 მარტს ბელგიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ევროკომისიაში, ევროკავშირის საბჭოსა და NATO-ს შტაბ-ბინაში გამართავს.
ჩეჩნეთში რუსეთის სპეცსამსახურების ვერტმფრენი „მი-8“ ჩამოვარდა. სააგენტო „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან სულ მცირე 5 დაიღუპა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11