weather cur horoscope tv
ივნისი 03, 2023

მესტიაში საპროტესტო აქცია გაიმართა სვანეთში ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით. აქციის მონაწილეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, სახალხო დამცველის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სახელზე. ადგილობრივები ითხოვენ,…

იორმუღანლოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თეა გურგენიძის შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებენ. ბავშვები დღეს გაკვეთილებს არ დაესწრნენ და მშობლებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს.…

კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარით დააჯილდოვა. ამერიკელი კალათბურთელის მიერ დაწერილი ლექსის მიხედვით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია სათაურად Dear Basketball, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის კატეგორიაში დაჯილდოვდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.

ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში გამართული ამერიკის კინოაკადემიის რიგით 90-ე დაჯილდოება მექსიკელი რეჟისორის, გილერმო დელ ტოროს ფილმის, „წყლის ფორმის“ (The Shape of Water) გამარჯვებით დასრულდა. ფანტასტიკურმა მელოდრამამ, რომელსაც წლევანდელ ოსკარებზე ყველაზე…

ბანგლადეშის ორი მოქალაქე საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის დროს, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნიალას ველზე თოვლში გაიყინა და გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.

ფლორენციის „ფიორენტინას“ კაპიტანი დავიდე ასტორი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეხბურთელი დღეს ქალაქ უდინეში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ფეხბურთელი სავარაუდოდ, ძილში დაიღუპა. 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 18 აგვისტოს სოფელ იყალთოს განაშენიანების გეგმა დაამტკიცა, სადაც აღნიშნულია, რომ მეტროსადგურების შესასვლელთან 5-მეტრიან რადიუსში არ დაიშვება ჯიხურებისა და დროებითი ნაგებობების განთავსება.

ქალაქ ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე, 2018 წლის 1 აპრილს გაიმართება თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი. ფესტივალის მიზანი ზღვის პროდუქტების პოპულარიზაცია და არასაზღვაო სეზონზე ტურისტებისა და ვიზიტორების მოზიდვის ხელშეწყობა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]