საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს. მისი განცხადებით, ტრაგიკული მოვლენები ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას ძირს უთხრის. ამის მაგალითად პრემიერს ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ…
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას ანაზღაურება 2017 წელს 138 448 ლარი იყო. თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომლის წლიური ოდენობა 32 640 ლარია, მან თითქმის 4.3-ჯერ მეტი ოდენობით სხვადახვა სახის დანამატები მიიღო, -…
გორის რაიონულმა სასამართლომ შვილის ცემასა და მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ზ.შ დამნაშავედ ცნო და ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პიონჩანის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა მეორედ აღიმართა. 9-18 მარტს სამხრეთ კორეის ზამთრის კურორტი პარალიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ორი ქართველი პარასპორტსმენებიც მიიღებს.
თბილისის მერია მოსალოდნელ ძლიერ ქართან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის მიხედვით, თბილისში, 9 და 10 მარტს შესაძლოა, ქარის სიჩქარე 10-15 მ/წმ-დან 25-30 მ/წმ-მდე გაიზარდოს.
ევროპა ლიგაზე პირველი მერვედფინალური შეხვედრები შედგა, მათ შორის მატჩი სტუმრად გამართა მოსკოვის „ლოკომოტივმა“, რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი სოლომონ კვერკველია ასპარეზობს.
ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. ოთხსართულიანი შენობის მე-3 სართულზე დამწვარია სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი. ხანძრის შედეგად ოთახში არსებული დოკუმენტების დიდი ნაწილი განადგურდა.
ზუგდიდში 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე აქცია-პერფორმანსით აღნიშნეს. „თანასწორობის მოძრაობის“ ინიციატივით ქალაქის მთავარ ქუჩაზე ქალების ფეხსაცმელები გამოფინეს, რომლებსაც თან ახლდა განმარტებები, რატომ ვერ ახერხებენ ქალები ქალთა უფლებების დასაცავად გამართულ აქციებზე…
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ირანელ ქალს, რომელმაც ჰიჯაბის სავალდებულო ტარება გააპროტესტა და თეირანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე თავსაბურავი მოიხსნა, ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. პროკურორის განცხადებით, ქალი „ზნეობრივი გარყვნილების წახალისებაში“ დამნაშავედ იქნა ცნობილი.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11