weather cur horoscope tv
თებერვალი 07, 2025

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის საკითხი „ზედმეტად პოლიტიზირებულია“.

ოზურგეთის აგრარულ ბაზარში მდებარე მონადირეთა მაღაზია დაიწვა. თვითმხილველების თქმით, მაღაზიიდან აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ძლიერი ცეცხლი გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავში 25 წლის გიორგი ქიტოშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, დაკავების დროს სამართალდამცველებმა პროპორციული ძალა გამოიყენეს და ძალის გადამეტებას ადგილი არ…

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე პირველი მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ. სათამაშო დღის ცენტრალურ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენმა“ საპასუხო მატჩში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და საკუთარ მოედანზეც დამარცხდა. მეორე მატჩი კი ლივერპულში შედგა, რომელიც უგოლოდ დასრულდა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად ტელეპროდიუსერი და მუსიკოსი სერგი გვარჯალაძე დანიშნა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სერგი გვარჯალაძე გამოცდილი მენეჯერია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო.

გამთენიისას კახეთის რეგიონში 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები 05:41 საათზე, დედოფლისწყაროდან 23 კილომეტრში დაფისქირდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თელავში დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის მიზეზით 25 წლის მამაკაცი დააკავეს. თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ დაკავებისას მიწაზე დაგდებულ ახალგაზრდას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ზემოდან აწვება და ყელში უჭერს,…

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, კომისია მუშაობს, რათა ქართულ ბაზარზე გლობალური ინტერნეტის მომწოდებელი მსხვილი კომპანიები შემოვიდნენ. ბექაური ამბობს, რომ კომპანიები ადგილობრივ ფიქსირებულ ინტერნეტ პროვაიდერებთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]