weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქსენია სობჩაკის ადმინისტრაციული სარჩელი ვლადიმერ პუტინისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე თოვლისა და ლიპყინულის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

პროკურატურამ ადევნების ბრალდებით მოქალაქე ზ.პ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.პ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად როგორც პირადად, ისე მეგობრების მეშვეობით უკანონოდ უთვალთვალებდა ვ.მ.-ს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ და თბილისის საერთაშორისო აკადემიას ავტორიზაცია გაუუქმა.

ელვის პრესლის ნაქონი მაჯის საათი, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, 12 მაისს ჟენევაში „ფილიპსის“ საათების აუქციონზე გაიყიდება. შვეიცარიული კომპანია Omega-ს მაჯის საათი „როკ-ენ-როლის მეფეს“ 1960 წლის შობას ხმისჩამწერმა ლეიბლმა (RCA…

„რამდენიმე ქვეყნიდან, სადაც სეტყვასაშიში პროცესების მაღალი რისკებია, დიდი დაინტერესებაა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემასთან დაკავშირებით. უკვე იგეგმება სამუშაო ჯგუფის გამგზავრება სამ სხვადასხვა ქვეყანაში ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით“, - ამის შესახებ სამხედრო სამეცნიერო…

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, დავით ლაცაბიძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი…

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფრანგ კოლეგებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები, საფრანგეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების 8 წევრი პარიზში დააკავეს. დაკავებულებს კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობა და…

ნიუ ჯერსის შტატის სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაკერული შეტევისთვის გასამართლებულ რუს ვლადიმირ დრინკმანს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ტრადიციული წითელი ხალიჩის ნაცვლად შავის დაგებაზე უარი განაცხადეს, რითაც სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის (MeToo) შეთავაზება უარყვეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]