საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ნიუ ჯერსის შტატის სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰაკერული შეტევისთვის გასამართლებულ რუს ვლადიმირ დრინკმანს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ტრადიციული წითელი ხალიჩის ნაცვლად შავის დაგებაზე უარი განაცხადეს, რითაც სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის (MeToo) შეთავაზება უარყვეს.
ახალციხის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტებისთვის 1000 ლარიანი სტიპენდია დააწესა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს.
ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი, ევროპა ლიგა ორთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა და პლეი-ოფების პირველი მატჩები გაიმართა, რომლებშიც საქართველოს ნაკრების ორი წევრის კლუბმაც ითამაშა.
80 წლის ესპანელმა მიგელ კასტილომ Erasmus-ის დაფინანსება მოიპოვა და გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი სტუდენტი გახდა. ის იტალიაში, ვერონას უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში თანამედროვე ისტორიას ისწავლის.
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე 39 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
წყვილთა თანრიგში ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ ქალთა ოცეულის ყოფილ წევრ ლეილა მესხს ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და პლენარულ სხდომაზე მის გატანას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის წარდგენილ ვერსიას არ ეთანხმება სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“.…
კალიფორნიის შტატის დემოკრატიული ასამბლეის წევრ კრისტინა გარსიას, რომელიც ამავდროულად ქალთა საკანონმდებლო ყრილობისა და შტატში სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო მოძრაობის (MeToo) ლიდერია, მამაკაცის მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები FIFA-ს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში იანვრის თვესთან შედარებით 4 პოზიციით დაწინაურდა და ასეულში შევიდა. ვლადიმირ ვაისის გუნდი რეიტინგში სწორედ მე-100 ადგილზე იმყოფება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11