საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სამართალდამცველებმა ხელყუმბარის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ლ.ბ. ხაშურის რაიონ სოფელ გომში დააკავეს.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა…
ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს შედეგიანად დაუბრუნდა, ჩიკაგოში გამართულ შეხვედრაში საკმაოდ პროდუქტიულად გაისარჯა და „გოლდენ სტეიტ ვორიორზის” მორიგ გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.
გერმანელმა სამართალდამცავებმა, ქალაქ ულმში 59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს.
ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გერმანიის პროკურატურამ „სს“-ს ყოფილ ოფიცერს, 96 წლის ოსკარ გრენინგს, რომელიც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ბუღალტრად მუშაობდა, შეწყალებაზე უარი უთხრა. 2015 წელს, სასამართლომ ოსკარ გრენინგი დამნაშავედ ცნო მეორე მსოფლიო ომის დროს 300 000…
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო…
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მარეკ დუდაევის მკვლელობისთვის მის თანასოფლელს, 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევს ეძებენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ გაასაჯაროვა.
„მაგთიკომმა“ ინტერნეტპაკეტების გაძვირება დროებით შეაჩერა. კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მათ გაითვალისწინეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა და დროებით შეაჩერეს ტარიფების ცვლილების ამოქმედება.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორის და პარლამენტის ყოფილი წევრის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11