weather cur horoscope tv
ოქტომბერი 31, 2024

პროკურატურამ ნუცუბიძის პლატოზე დაკავების დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, დადგინდა, რომ დაკავების დროს პოლიციის მხრიდან პავლიაშვილის მიმართ ძალადობას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.  

ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოკლულია ბაზრის ერთ-ერთი მეწილე, რომლის ცხედარიც კაბინეტში ნახეს. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დეკემბერში მიიღო, ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა.

ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნიალში 46 წლის გ.გ. ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ მისი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ი.ს. დააკავა.

„საერთაშორისო დონის ტერორისტები, ვინც ქვეყანაში შემოვიდნენ, არ შემოვიდოდნენ მყარი დასაყრდენი რომ არ ჰქონოდათ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პანკისსა და თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით…

ყვარელსა და საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მეზეუმებს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ საკითხზე დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 12 იანვრს მიიღო.

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელიც ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით რამდენიმე თვის წინ დააკავა, პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და…

„მანჩესტერ იუნაიტედის“ უელსელი ლეგენდა რაიან გიგზი სამშობლოს ნაკრებს გაწვრთნის. „დრაკონები“ მთავარი მწვრთნელის გარეშე გასული წლის ნოემბერში დარჩნენ, როდესაც საქართველოს ნაკრებთან ერთად მოასპარეზე უელსის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრის გამო თანამდებობა ქრის კოულმენმა…

გარდაბანში 14 წლის გოგონა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მოზარდმა თავი მოიკლა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ორსართულიან შენობაში სპორტული დარბაზი, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ექიმის კაბინეტია განთავსებული. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური…

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]