საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაჭრილი თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა. მას შუბლის არეში შემავალი ჭრილობა აქვს. ნეიროქირურგი ოპერაციას ვერ იწყებს,…
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 21 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც სუს–ის ცნობით, ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება.
საერთაშორისო ტერორისტთა სიაში მყოფი ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში თურქეთიდან, საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთით შემოვიდნენ, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
21-22 ნოემბერს, თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ვინაობა ცნობილია. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევთან ერთად ბინაში რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი…
საფრანგეთის ქალაქ მარსელის გარეუბან ექს-ან-პროვანსში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც 450-ზე მეტი გოგონა მონაწილეობდა. ქართველმა ძიუდოისტმა გოგონებმა შეხვედრები მხოლოდ იაპონელ მეტოქეებთან დათმეს და ჯამში ოთხი მედალი მოიპოვეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. ქალაქ ზუგდიდის ბაზარში, გასაყიდად გამოტანილი ნაძვების ადგილწარმოშობის დოკუმენტები გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ოთხი პიროვნება უკანონოდ ახდენდა ხეების რეალიზაციას.
საქართველოში მუნიციპალიტეტების მერებიდან ყველაზე დაბალი ხელფასი თიანეთის მერს თამაზ მეჭიაურს ექნება, - თვეში 2500 ლარი. სხვა მუნიციპალიტეტებში მერის ხელფასის ოდენობა 2650 ლარიდან 2750 ლარამდეა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და…
კასპის ახლად გახსნილ დარბაზში აფხაზეთში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის, გოჩა თათრიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოყვარულო საკალათბურთო ტურნირი გაიმართა, რომლის ინიციატორი მწვრთნელი გია გვალია იყო.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა სამგზავრო ავტობუსის ფეხით მოსიარულეებში შევარდნის შედეგად. შემთხვევა კუტუზოვის პროსპექტზე მოხდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11