weather cur horoscope tv
სექტემბერი 24, 2023

ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ პასუხისმგებლობა აიღო სანკტ-პეტერბურგში, სუპერმარკეტში მომხდარ აფეთქებაზე, რომლის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. საერთაშორისო ორგანიზაცია SITE Intelligence Group-ის ცნობით, ეს ინფორმაცია სააგენტო Amaq-მა გაავრცელა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან ე.წ. საზღვარი 31 დეკემბრიდან 2018 წლის 2 იანვრის დილამდე დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ავრცელებს.

ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმა 2000 ლარი მოქალაქეებმა შეაგროვეს. პოეტ პაატა შამუგიას განცხადებით, მწერლებმა აღნიშნული თანხის შეგროვება რამდენიმე საათში შეძლეს. რატიანის მეგობრებსა და მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ პოლიციის მიერ…

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა მათ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე, სამინისტროს გამოწვევები და მიზნები გააცნო. გახარიას განცხადებით, უწყებაში რეფორმების წარმატებული განხორციელებისთვის აუცილებელია საზოგადოებისა და…

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და ჯარიმის სახით  2000 ლარის გადახდა დააკისრა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალეში, საბავშვო ბაღისა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშამ თავი მოიკლა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთია იმ მუშებს შორის, რომლებმაც ხელფასის დარიცხვის მოთხოვნით 27 დეკემბერს აქცია გამართეს.

მესტიაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობის გამო, საახალწლო ღონისძიებები 31 დეკემბერს აღარ გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო.

საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი სოლომონ (საბა) კვერკველიას მომავალი ინგლისის პრემიერ ლიგის მორიგ გუნდს დაუკავშირეს. უცხოური ინტერნეტ-პორტალის ცნობით, ქართველი მცველით ამჯერად თვით „მანჩესტერ სიტი” დაინტერესდა.

ირანის დედაქალაქ თეირანში ზნეობის პოლიცია ქალებს ჩაცმის წესების დარღვევის გამო აღარ დააკავებს. უცხოური მედიის ინფომაციით, ქალებს, რომლებიც ისლამურ „დრესკოდს“ არ დაიცავენ, საკონსულტაციო ცენტრებში, პოლიციელების მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრება მოუწევთ.

მალაგას „უნიკახამ“ საკალათბურთო ევროლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, რაშიც უდიდესი როლი გიორგი შერმადინმა ითამაშა. თელ-ავივის „მაკაბის“ დამარცხებისას (89:78) შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და 15 ნათამაშები წუთის მიუხედავად მატჩის საუკეთესო…

კვირის პოპულარული

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]