საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა, 123 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 64 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა.
თურქეთში, ტრაპიზონის პროვინციაში საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“კავშირში არიან ეჭვმიტანილი.
ავღანეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, თალიბანის მებრძოლებმა ქვეყნის ცენტრალურ პროვინცია ღაზნიში ხუთი მგზავრი დახოცეს. პროვინციის საბჭოს წევრმა ნასირ აჰმად ფაქირიმ განაცხადა, რომ მკვლელობა გვიან ღამით მოხდა.
სამართალდამცავებმა წარსულში ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 14 წლის ს.ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროფესიული სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი ბანძუკე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორივე ქართველ სეკიტორის სოლიდური წინსვლა აქვს. ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ლევან გორგაძე ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დაწინაურდა, თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ კი ძურიოში…
პანკისის ხეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მცხოვრებლები 27 დეკემბერს სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ქისტაურში მცხოვრები 31 წლის თინათინ შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალური ინფორმაცია გაავრცელა. სამინისტრო აცხადებს, რომ ქალის ამჟამინდელი მდგომარეობა განვითარებულია მძიმე დაავადებით (სამინისტრო ასახელებს დაავადებას და დიაგნოზს)…
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმიანება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ოპერატიულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა, დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველთა მხრიდან…
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ემზარ სინჯარაძე დააკავეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, სინჯარაძეს ქრთამის აღებას ედავებიან. მისი დაკავება 22 დეკემბერს, პარასკევს, დუშეთის მერიის…
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. ნიგურიანის მკვლელობისთვის მისი ბიძაშვილი იძებნება. მოკლულის ახლობლების განცხადებით, მეზობლებს შორის დაპირისპირების გამწვავების მიზეზი ეჭვმიტანილის ეზოში თოვლის გადაყრა…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11