საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის მლეთა-კობის და გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის…
ბათუმში, თამარის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მამა-შვილი, 39 და 19 წლის მამაკაცები დაჭრეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ელ კლასიკოს“ სახელით ცნობილი უდიდესი საფეხბურთო დაპირისპირება ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით მადრიდის სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგა და გათამაშების პირველადგილოსანი „ბარსელონას“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
31 წლის თინათინ შენგელია თბილისში, ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა ქალი ავად იმ დროს გახდა, როცა 22 დეკემბერს, გამთენიისას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე მათ საცხოვრებელ…
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში კანონიერი ქურდი, 36 წლის დავით ალხანაშვილი, იგივე „დათო პანკისკი“ მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს მოკლულის ბიძაშვილმა, ახმეტის საკრებულოს წევრმა მაკა ალხანაშვილმა დაუდასტურა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შს მინისტრის ბრძანებას, რომლის საფუძველზეც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო რეიდი მიმდინარეობს, სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საპოლიციო კონტროლის აბსტრაქტული საფუძვლებით ჩატარება წარმოადგენს არაპროპორციულ…
ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის გვერდები სოციალურ ქსელ Instagram-სა და Facebook-ში 23 დეკემბრიდან დაბლოკილია. ერთ-ერთ ვერსიით, გვერდებზე წვდომა ამერიკულმა სოციალურმა ქსელებმა მას შემდეგ შეზღუდეს, რაც აშშ-მა კადიროვი ე.წ. "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა…
ევროლიგის მე-14 ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „სასკი ბასკონიამ“, რომელმაც საკუთარ სარბიელზე „ბარსელონა“ 85:82 დაამარცხა. ვიტორიელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი თორნიკე შენგელიამ შეიტანა.
გურჯაანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს. როგორც „რეგინფოს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, 70 წელს გადაცილებული ქალი და მამაკაცი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გახდა. მის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11