weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას,  სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.

„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით წნორში სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემო“ გაიხსნა.  „ჭკვიანი გემო“ საცხობს და საგანმანათლებლო სივრცეს აერთიანებს, რომელშიც 4 პირია დასაქმებული, მათ შორის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარი.

ოპერის მომღერალი თამარ ივერი აცხადებს, რომ კავშირი არ აქვს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან, სადაც ის „ქალისადმი მიშტერების“ თემაზე საუბრობს და ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს. მომღერალი განმარტავს, რომ ტექსტი ჟურნალისტმა მოიგონა.

2017 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6,73 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. ჩინეთი, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს. 

ევროლიგის XIII ტურში თორნიკე შენგელიას კლუბმა „სასკი ბასკონიამ“ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა ვიტორიელთა ქართველი კაპიტანი პარკეტზე 29 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ხსენებულ დროში 19 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1…

თბილისში, მთაწმინდის პარკში ე.წ. ეშმაკის ბორბლის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ წევრი სოლომონ კვერკველია შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში იანვარში გადავიდეს. გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, 25 წლის ქართველი მცველის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ და…

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კადიროვს პასუხისმგებლობას აკისრებენ სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის, წამებისა და ადამიანის უფლებების…

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ხურვალეთში რუსმა სამხედროებმა 51 წლის ლალი ხაჩირაშვილი საკუთარ სახლთან დააკავეს. ის ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთან მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც მან მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ნიკა მელიამ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]